მასწავლებელთა კონკურსი 2015 გისურვებთ წარმატებას!
RSS

ზოგადი ინფორმაცია


 მასწავლებელთა  კონკურსი

ტარდება სოციალური ქსელის ბაზაზე „ენა და ლიტერატურის“ ჯგუფის ფარგლებში

რეგისტრაცია
სრულად მიუთითეთ მონაწილის ყველა მონაცემი და წარმოადგინეთ შევსებული და გამოქვეყნებული რესურსის ფორმის ბმული

მთავარი საკონკურსო მოთხოვნა:
ყველა რესურსი, განთავსებული ბლოგზე ან საიტზე, შესრულებული უნდა იყოს კონკურსში მონაწილე მასწავლებლის ან მისი მოსწავლეების მიერ.


საკონკურსო ბლოგების შერჩევის წესი:

1. დიზაინის ჰარმონიულობა - საიტზე განთავსებული ინფორმაციის, ფერის, შრიფტის, სურათებისა და საიტის სტილის ჰარმონიული შერწყმა,

2. მოსახერხებელი ნავიგაცია -საიტზე მოსახერხებელი „მოგზაურობა“, საჭირო ინფორმაციისა და ჩანართების ადვილად მოძებნა

3. მასალის ხელმისაწვდომობა - მნიშვნელოვანია როგორც მასალის შინაარსი, ასევე მისი გადმოცემის ფორმა და სისწორე.

4. თემებისა და ჩნართების დამუშავების ხარისხი - შინაარსობლივ სრულყოფასთან ერთად ამ კრიტერიუმს მიეკუთვნება ასევე ინფორმაციის აქტუალურობა.

5. ექსკლუზიურობა – ატვირთული რესურსები მხოლოდ ამ გაკვეთილისთვისაა შექმნილი მასწავლებლის ან მისი მოსწავლეების მიერ

მეგობრებო, გთავაზობთ ამ კონკურსს და მაქვს თქვენი აქტიურობის იმედი. ჩემი მხრიდან გპირდებით, რომ არაფერს დავიშურებ იმისთვის, რომ ღიად და ობიექტურად ჩატარდეს ყველაფერი. ბლოგზე გაივლით რეგისტრაციას და დადებთ თქვენს ბმულებს. შემდეგ კი ჟიური შეაფასებს ამ კრიტერიუმების მიხედვით ნამუშევრებს და გამოავლენს სამ გამარჯვებულს. ვერ შეგპირდებით ფასიან საჩუქრებს,( თუმცა მაქვს წამახალისებელი საჩუქრების იმედი Microsoft საქართველოსგან :) ) მაგრამ სერტიფიკატებსა და მადლობის წერილებს კი გამოგიგზავნით სკოლაში, ჯერი თქვენზეა!

პ.ს. მონაწილეობა შეუძლია ჯგუფის ყველა წევრს, მიუხედავად იმისა, რომელ საგანს ასწავლის, თემატიკაც შეუზღუდავია

Like ნომინაცია
 კონკურსი -microsoft-ის საგანმანათლებლო პროგრამებში მომზადებული საუკეთესო სასწავლო რესურსი
ნომინაციები:
  • საუკეთესო ფოტოკოლაჟი
  • საუკეთესო დამხმარე სასწავლო რესურსი powerpoint საპრეზენტაციო პროგრამაში
  • საუკეთესო დამხმარე სასწავლო რესურსი movie maker პროგრამაში
  • საუკეთესო დამხმარე სასწავლო რესურსი Photo Story პროგრამაში
  • საუკეთესო დამხმარე სასწავლო რესურსი sway-ს გამოყენებით
  • საუკეთესო დამხმარე სასწავლო რესურსი office mix-ის გამოყენებით
მასწავლებელთა კონკურსი პირველად ტარდება ქართული ენისა და ლიტერატურის ჯფუფის ბაზაზე.

კონკურსის მიზანია ინოვაციური სწავლა/სწავლების მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენების გზით სასწავლო პროცესის ხარისხის ზრდის ხელშეწყობა.

კონკურსის ამოცანებია მასწავლებლების მოტივირება, სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების ინტეგრირება, მასწავლებლებს შორის კოლაბორაციის და კომუნიკაციის ხელშეწყობა, სწავლა/სწავლების ინოვაციური პრაქტიკების გამოვლენა-გაზიარება.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ზოგადსაგანმანათლებლო და კერძო დაწესებულების ნებისმიერ მასწავლებელს.

კონკურსში მონაწილეობა გულისხმობს მასწავლებლის მიერ (ინდივიდუალურად ან თანაავტორებთან ერთად) სკოლაში განხორციელებული აქტივობის პრეზენტირებას ეროვნული სასწავლო გეგმის, მოცემული პირობებისა და ინსტრუქციების შესაბამისად.

ეტაპები და ვადები

I ეტაპი - საკონკურსო მასალების მიღების ბოლო ვადა: 19 მაისი

II ეტაპი - გადარჩევა ტექნიკური პარამეტრების მიხედვით: 27 მაისი

III ეტაპი - ფინალისტების გამოვლენა: 10 ივნისი

გამარჯვებულები და პრიზები

კონკურსში მონაწილე მასალების შერჩევა ხდება ორგვარად:

1. ჟიურის მიერ შეფასებით
2. სასკოლო საზოგადოების მიერ (მასწავლებლები, მოსწავლეები, მშობლები და სხვ.) ხმის მიცემით, რაც გულისხმობს საუკეთესო რესურსის გამოვლენას დაგროვებული მოწონებების (“Like”) შესაბამისად.

ჟიურის შეფასების შედეგად შერჩეული რესურსების ნომინაციები:
  •  I ადგილი
  •  II ადგილი
  •  III ადგილი
  • ნომინაცია - ტექნოლოგიების ინოვაციური გამოყენება
  • ნომინაცია -  საუკეთესო პროექტი
  • საუკეთესო ბლოგი
გამარჯვებული რესურსების ავტორებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

  • Digg
  • Del.icio.us
  • StumbleUpon
  • Reddit
  • RSS

0 коммент.:

Отправить комментарий